ვახტანგ გომელაური: თანხა “საქართველოს ბანკის” კუთვნილება იყო

“თანხა ,,საქართველოს ბანკის,, კუთვნილება იყო”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში გუშინ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

“ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. ,,თიბისი ბანკი,, ხომ არ გატეხილა, ,,საქართველოს ბანკი,, იყო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები