ამირან გამყრელიძე: გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, PCR ტესტების ბაზა გაუქმდა, არ ვადასტურებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ PCR ტესტების ბაზა გაუქმდა, არ ადასტურებს.

მისივე თქმით, ასევე მცდარია ინფორმაცია, რომ ცხელების ცენტრებში ანალიზების მიღება მხოლოდ 13:00 საათამდეა შესაძლებელი.

„გასაგებია ჩემთვის, არჩევნები მოდის და პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. არცერთი ინფორმაცია არ არის სწორი, რასაც ამბობთ. პორტალი არ გათიშულა არასდროს, პორტალი მუშაობს ჩვეულებრივ. ყველა ლაბორატორია, სადაც ტარდება ტესტირება, ტვირთავს პორტალზე პასუხებს. რაც შეეხება „ცხელების ცენტრებს“, სწრაფი და დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის შემოგვაქვს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები, რომლებიც ქვეყანას მაღალი ხარისხის აქვს. ადამიანი რომ მიდის „ცხელების ცენტრში“, შესაძლოა, ეს ცხელება არ იყოს ყოველთვის კორონავირუსით გამოწვეული, რესპირაციული ვირუსების სეზონია, ამიტომ, იმისთვის რომ გამორიცხო ან დაადასტურო „კოვიდი“, ეს სწრაფი ტესტი 15-20 წუთში გაძლევს პასუხს.  ცხელების ცენტრებს გადაეცათ და ეძლევათ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები