ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა, დაახლოებით, 24 პროცენტი სტაციონარში მკურნალობს

“საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულების, დაახლოებით, 24 პროცენტი სამკურნალოდ სტაციონარშია მოთავსებული.

„ტენდენციას მივყვებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გვაქვს, სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვების  ფარგლებში. ქვეყანაში კორონავირუსის 13 198 აქტიური შემთხვევაა, აქედან სტაციონარებში წევს 3155, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24 პროცენტის ფარგლებშია. ყოველთვის ვამბობდით, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით თხუთმეტიდან 35 პროცენტის ფარგლებში. ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი ეს ტენდენციაა. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 1 848, ბინაზე კი 8 155 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულებიდან 381 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 77 ინფიცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები