გოჩა ენუქიძე ონში მოსახლეობას შეხვდა

ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ქალაქ ონში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონი რეგიონის ისტორიული მხარეა, მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით.

“სწორედ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებას ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესი, სოფლების ინტენსიური გაზიფიცირება, საგზაო, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ინტერნეტიზაციის პროცესი. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები