ჩეხეთში “ლოკდაუნი” გამოცხადდა
ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რომან პრიმულამ განაცხადა, ხვალიდან, 06:00 საათიდან ქვეყანაში საცალო ვაჭრობის ყველა მაღაზია დაიხურება. ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები.
მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს, ასევე, კლიენტებთან პირდაპირ კონტაქტს მოერიდონ.
შეზღუდვები ძალაში 3 ნოემბრამდე დარჩება.
ქვეყანაში უკვე დახურულია სკოლები, თეატრები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები, რესტორნები.
ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 188 773 შემთხვევა დადასტურდა, 6,8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
10,7-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში დღიურმა მატებამ თითქმის 7 ათასი შეადგინა.