პოლონეთში ერთ დღეში ვირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში, ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა 10 040 შეადგინა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვირუსს ერთ დღეში 130 პაციენტი ემსხვერპლა, ბოლო რეკორდი 16 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც 132 გარდაცვალება გამოვლინდა.
24 საათში 477 პირია ჰოსპიტალიზებული, მათგან 32 – რეანიმაციულ განყოფილებაში. სულ სამკურნალო დაწესებულებებში ქვეყანაში 9430 ადამიანი იმყოფება, მათგან 750-ზე მეტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
თითქმის 3 ათასი პირი გამოჯანმრთელდა.
ორი დღის წინ ვარშავის ეროვნულ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა.
პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში კოვიდ19-ით ინფიცირების 202 579 დადასტურებული შემთხვევაა, 3 851 პირი გარდაიცვალა, ხოლო 98 884 განიკურნა.