ამირან გამყრელიძე: 1 351 ახალი შემთხვევიდან 1012 სიმპტომებიანი პაციენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან ძირითადი, 1012 სიმპტომიანი პაციენტია.

„1351 ახალი შემთხვევიდან, ძირითადად, სიმპტომებიანი ადამიანებია. ანუ, 1351-დან 1012 არის სიმპტომებიანი, შემდეგ მოდის კონტაქტები 51, ასევე, 61 არის ჩემი კოლეგა, სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ძირითადად ეს ჯგუგებია. ხაზგასასმელია, რომ დღეს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეიძლება, იყოს კოვიდი, ამიტომ, უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან, 112-თან. თუ ისინი გეტყვიან, რომ თქვენთვის საჭიროა ტესტის გაკეთება, იქნება ეს სწრაფი, თუ „პისიარ“ ტესტი, უნდა წაბრძანდეთ ტესტის გასაკეთებლად, ვიდრე ტესტის პასუხი გექნებათ, სასურველია, იყოთ იზოლაციაში და შემდეგ იმოქმედოთ ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები