ნატო გერმანიაში კოსმოსურ ცენტრს შექმნის
ნატო გერმანიაში კოსმოსურ ცენტრს შექმნის, რომელიც იმ საფრთხეების შეწინააღმდეგებისკენ იქნება მიმართული, რაც თანამგზავრულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი და ჩინეთი თანამგზავრსაწინააღმდეგო სისტემებს ამუშავებენ, რომელთაც შეუძლიათ თანამგზავრების ჩამოგდება, წყობიდან გამოყვანა, ასევე, ორბიტაზე სახიფათო ნამსხვრევების შექმნა. კოსმოსის პრობლემები კარგად უნდა გვესმოდეს, ასევე, მათი მოგვარების ჩვენი შესაძლებლობები”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე ცენტრის შექმნა იგეგმება, რომელიც ალიანსის მინისტერიალის მსვლელობისას განიხილება,. რომელიც ხვალ დაიწყება.
გასულ წელს ნატო-ში გადაწყვიტეს, კოსმოსი სამხედრო საქმიანობის კიდევ ერთ სფეროდ შეექმნათ, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და კიბერ საქმიანობასთან ერთად.
აშშ-მა და საფრანგეთმა სამხედრო კოსმოსური სარდლობის შექმნის საკუთარი გეგმები უკვე წარადგინეს.