ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი, 84 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც ლეტალური შემთხვევების რიცხვი 31-მდეა გაზრდილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვირუსს ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მსხვერპლი ჰყავს. 17 ოქტომბერს კოვიდ19-ს 88 წლის ქალი შეეწირა.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ინფიცირების სტატისტიკას, 21 ოქტომბრის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, 20 ოქტომბერს კი 9 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ კი, რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ 215, ხოლო პანდემიის დაწყებიდან 305 ფაქტია გამოვლენილი.