ჩეხეთში შესაძლოა, “ლოკდაუნი” გამოაცხადონ – დღეს კრიზისული შტაბის საგანგებო სხდომა გაიმართება
ჩეხეთის მთავრობა, კორონავირუსით ინფიცირების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, დღეს კრიზისული შტაბის საგანგებო სხდომას გამართავს.
ქვეყანაში უკვე დახურულია სკოლები, თეატრები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები, რესტორნები.
თუმცა, ადგილობრივ მედიას სამთავრობო წრეებში წყარომ განუცხადა, რომ არ გამოირიცხება უფრო მკაცრი ზომების დაწესება, “ლოკდაუნის” ჩათვლით.
ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 188 773 შემთხვევა დადასტურდა, 6,8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
10,7-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში დღიურმა მატებამ თითქმის 7 ათასი შეადგინა.