სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

„აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.

ნინო ზამბახიძის თქმით, სასტუმრო ​იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი დაავადება, მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს.

„ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში „ჰოლიდეი ინი“ გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო, კარანტინში მიგვეყვანა ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულებისთვის მიღების სერვისიც. ეს ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია. ამავდროულად, კომფორტულ გარემოს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც სუსტად აქვს ეს დაავადება გამოვლენილი და, შესაბამისად, არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მაგრამ შეუძლიათ, იოლი ფორმებით, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ დაავადება“, – განაცხადა ზამბახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები