სოსო ფხაკაძე: პრემიერმინისტრმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება – ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს

“დღეს ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საუბრისა. პრემიერმინისტრმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს და ამას არანაირად არ აპირებს”, – ამის შესახებ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერმინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ლოკდაუნს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერმინისტრმა, იყო ეს და შემდეგ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო – საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა. მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა რომ თეორიულადაც მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამაში მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს და ამის გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები