უკრაინა შავ ზღვაში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს
უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს თურქეთთან და ერთობლივად იმუშავებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ძრავების, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების შექმნაზე.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ შეიარაღების ახალი ტიპის გამოშვება დაიწყო, კერძოდ, “ობოლონ-ა”-ს საარტილერიო დივიზიონის სამართა კომპლექსებს, ასევე ტყვიამფრქვევ კომპლექს “ბარს”, საარტილერიო საბრძოლო მასალებს.
მისივე თქმით, ზა;პური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “ოლხა-მ” და რეაქტიული სისტემა “ტაიფუნი” ამჟამად ცდებს გადის, გრძელდება ფრეგატის “გეტმან საგაიდაჩნის” მოდერნიზება, ასევე, წვრთნებისთვის ვამზადებთ სადესანტო კატერებს “კენტავრს”, შეიარაღებაში მიღებულია ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაზების მშენებლობაში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ლონდონში ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ბრიტანეთი უკრაინის ფლოტის განვითარებისთვის 1,25 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს.