ჩილეში აქციის მონაწილეებმა ორი ეკლესია დაწვეს(ვიდეო)

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში აქციის მონაწილეებმა ორი ეკლესია დაწვეს.

ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ მასშტაბური აქციის დროს 116-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

აღინიშნება, რომ 18 ოქტომბერს დაფიქსირებულია ძარცვის 15 ფაქტი, დაზიანებულია 50 ავტომობილი და პოლიციის რამდენიმე განყოფილება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.

შს მინისტრის მოადგილის, ხუან ფრანსისკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 580 პირია დაკავებული.

Reuters-ი წერს, რომ დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა, დღის ბოლოს ყველაფერი აირია: გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, დაფიქსირდა სუპერმარკეტების ძარცვის შემთხვევები, ასევე, სამართალდამცველებთან შეტაკებები. დაწვეს ორი ეკლესია.

ასე “აღნიშნეს” აქციის მონაწილეებმა ანტისამთავრობო მოძრაობის ერთი წლის თავი, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ხალხი მაშინ საპენსიო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს რეფორმირებას ითხოვდა. მაშინ აქციის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები