ხობში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგისა და ქალაქ ხობის დამაკავშირებელი 10- კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გზის შეკეთების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე – ვარაზ გაბედავა გაეცნენ. გზის კეთილმოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 983 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. სამშენებლო სამუშაოებს შპს New Road-ი აწარმოებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები