ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ “კომენდანტის საათი” დააწესა – ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიაა გამოცხადებული

სლოვენიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ეპიდემია გამოაცხადა, რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდა და ღამის საათებში ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა.

ე.წ. კომენდანტის საათი 20 ოქტომბრიდან შევა ძალაში და 21:00 საათიდან  06:00 საათამდე იმოქმედებს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, ალეშ ხოისმა განაცხადა, შეზღუდვა დაწესდა სხვა ქვეყნების მაგალითის საფუძველზე, თუმცა, ძირითადად, იმიტომ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების მეტი შემთხვევა უკავშირდება ღამის საათებში პირად კომუნიკაციებს, კერძო წვეულებებს რესტორნებში და სხვა.

გარდა ამისა, ხვალიდან საზოგადოებრივ ადგილებში შეკრება მკაცრდება, 10-დან 6 ადამიანამდე.

იკრძალება რელიგიური ცერემონიები, ქორწილები და სხვა ღონისძიებები.

გუშინ ქვეყანაში 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ტესტირებული ადამიანების 20,4% შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები