კახა კალაძე: საბედნიეროდ, წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ

“წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ევროპული საქართველოს” ინიციატივა, რომელიც სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

კალაძის თქმით, ასეთი დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება.

„საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, არასდროს დაბრუნდება საქართველოში ის დრო, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ვინმე სამსახურიდან გააგდონ ან დასაჯონ“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები