ეკატერინე ტიკარაძე: თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა

“თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასი სრულად არ ერიცხებათ და როგორ უნდა იყოს ეს რეგულირებული”.

მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს თვითიზოლაცია საპატიო მიზეზად ეთვლება.

„თვითიზოლაციის კომპონენტი არახალია და ჩვენ გავცემთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ამ ადამიანს ეკუთვნოდა თვითიზოლაცია და, შესაბამისად, ეს ჩაეთვლება მას საპატიო მიზეზად“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები