დედამიწას 20-ზე მეტი ასტეროიდი უახლოვდება

უახლოეს დღეებში დედამიწას ასტეროიდების დიდი რაოდენობა მიუახლოვდება, – ნათქვამია NASA-ს ერთ-ერთი განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღინიშნება, რომ დღეს დედამიწას 150 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის 1,5-დან – 46 მეტრამდე სიდიდის 6 ასტეროიდი; 20 ოქტომბერს 10 ასტეროიდი, რომელთა სიდიდე 7-დან – 73 მეტრამდე იქნება, ისინი დედამიწას 690 ათასი კილომეტრით მიუახლოვდებიან; 21 ოქტომბერს კიდევ 6 ასტეროიდი დაფიქსირდება. მათი ზომები იქნება 3,8 მეტრიდან – 35 მეტრამდე, სიახლოვეს ტრასა კი 46 ათასს კილომეტრს შეადგენს.

როგორც რუსეთის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტში განაცხადეს,  ასტეროიდების ასეთ რაოდენობაში არაფერი გასაოცარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები