ვიტალი შკლიაროვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია
პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი მინსკში საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ანტონ გაშინსკიმ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, იზოლატორში მას განუცხადეს, რომ შკლიაროვი მათთან აღარ იმყოფება და რომ მას აღკვეთის ზომა შეეცვალა, თუმცა, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტში გაშინკსის აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
ამჟამად, შკლიაროვს მისი ოჯახი და უფლებადამცველი ეძებენ.
ვიტალი შკლიაროვი 29 ივლისს გომელში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, მას ბრალად ისეთი ჯგუფური ქმედებების ორგანიზება ედებოდა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.