გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისივე თქმით, კორონავირუსი მის შვილსაც დაუდასტურდა.
”მე და ჩემს შვილს დაგვიდასტურდა, უფროსს ბიჭს. ნამდვილად არ ვიცი, საიდან… ამ წუთას სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, გადავიდე. ტემპერატურა თამაშობს 36.8-დან 37.3-მდე. ვფიქრობ, რომ ფილტვებში მაქვს ცოტა პრობლემა. ყველა კონტაქტი დავასახელე, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს სჭირდეს”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.