ქვეყანაში არსებული ეპიდსაშიში მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჯორჯიან მანგანეზი“, დასაქმებულების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ამკაცრებს

ქვეყანაში არსებული ეპიდსაშიში მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჯორჯიან მანგანეზი“, დასაქმებულების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ამკაცრებს.

კომპანიის საწარმოო ობიექტებზე გამკაცრებულ რეჟიმში გრძელდება დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რომლის შედეგები, მონიტორინგის მიზნით, წერილობითი ფორმით შესაბამის ჟურნალში ფიქსირდება.

ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ობიექტის შესასვლელში განთავსებულია ე.წ. დეზობარიერები. სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, დეზინფექცია უტარდება ყველა სატრანსპორტო საშუალებასაც.

რაც შეეხება პერსონალური დაცვის საშუალებებს – პირბადეებსა და ანტისეპტიკურ ხელსაბან ხსნარებს, კომპანიის წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი მათი სწორად და მუდმივად გამოყენების შესახებ.

ასევე, ყველა საწარმოო ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერებია განთავსებული, სადაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ექიმთა რეკომენდაციებია ასახული.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო უწყებებთან უწყვეტ კოორდინაციაში იმყოფება. შესაბამისად, მთავრობის ყველა განკარგულებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები