სომხეთში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევაა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 65 460-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში მონაცემი 766-ით გაიზარდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 10 პაციენტი ემსხვერპლა, სულ პანდემიის დაწყებიდან 1091 ლეტალური შემთხვევაა.

განკურნებულთა რიცხვი 48 208 შეადგენს, მკურნალობას 15 845 პირი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები