ერდოღანი: რუსეთი, აშშ და საფრანგეთი სომხეთს იარაღს აწვდის
თურქეთის პრეზიდენტმა, თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთს იარაღს რუსეთი, აშშ და საფრანგეთი აწვდის.
“სომხეთმა კვლავ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი, აშშ და საფრანგეთი სომხეთს ყველანაირ დახმარებას უწევს შეირაღებასთან დაკავშირებით. ისინი სომხეთის მხარეს გამოდიან”,- განაცხადა ერდოღანმა შირნაკში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე ორჯერ დადეს და მათ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.