გაეროს მდივანი: მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აგებს

“მსოფლიომ ვერ მოახერხა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, კორონავირუსის პანდემიისთვის პასუხი სათანადოდ გაეცა”,- ამის შესახებ გაეროს მდივანმა, ანტონიუ გუტიერიშმა საინფორმაციო სააგენტო “Lusa”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გუტიერიშმა აღნიშნა, რომ თუ კი შეთანხმებული არ იქნება მოქმედებები მაშინ მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.

“COVID-19″-ის პანდემია – სერიოზული გლობალური პრობლემაა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც გაეროს გენერალური მდივნისთვის. სამწუხაროდ, ეს გამოცდაა, რომელსაც ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოება ვერ უმკლავდება”,- განაცხადა გაეროს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები