მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირებს გვაქვს შეთანხმება, რომ არ არის სწორი, ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები დავით გარეჯის თემაზე
“დავით გარეჯის თემაზე ამდენი საუბარი საჯარო სივრცეში ეს არის რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაში”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის თემაზე კომენტარებს არ გააკეთებენ.
„მიმაჩნია, რომ საუბარი საჯარო სივრცეში ასეთი სახით და ასეთი ფორმით, ეს არის რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაში, რომელსაც ჩვენ, მოსახლეობა როგორც პოლიტიკური ცხვრები, მივყვებით. მე არ მსურს, ვიყო პოლიტიკური ცხვარი, მინდა ვიყო ქრისტეს ცხვარი და ამიტომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, ეს არის ჩემი მოწოდება. ჩვენ, სასულიერო პირებს გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები და საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ვინმეს, ეს არ მიმაჩნია მართებულად“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.