დამნაშავე, რომელმაც პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთა ჩეჩენია – მკვლელი ლიკვიდირებულია

საფრანგეთის სასამართლო სამმართველოს ცნობით, პირი რომელმაც პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთა – მოსკოვში დაბადებული ჩეჩენია. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “BFMTV” პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

“ის ჩეჩენია რუსეთის მოქალაქეობით, მას თავშესაფარი ჰქონდა საფრანგეთში. ცხოვრობდა ქალაქს ევრეიოში”,- განაცხადა პროკურორმა ჟან-ფრანსუა რიჟარმა.

მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელი 18 წლის იყო და მისი სახელია აბდულახ ა. ის პოლიციისთვის ცნობილი იყო სხვადასხვა დანაშაულების გამო, მაგრამ ის არ იყო აღრიცხული როგორც ისლამისტი რადიკალი. მასწავლებლის მკვლელი თავის ოჯახთან ერთად ნორმანდიის ქალაქ ევრეიოში ცხოვრობდა, ითვლებოდა დევნილად და ჰქონდა 10 წლიანი ცხოვრების უფლება საფრანგეთში, რომელიც წელს 4 მარტს მიიღო.

აბდულახ ა. არ იყო კოლეჯ კონფლან-სენტ-ონორინეს მოსწავლე, სადაც პედაგოგი ასწავლიდა. ის თვალყურს ადევნებდა კამპანიას სოციალურ ქსელში, რომელსაც მუსულმანური წარმომადგენლობა უძღვებოდა მასწავლებლის წინააღმდეგ. ტერორისტი არ მალავდა საკუთარ აგრესიას მის მიმართ.

ადგილობრივი მედიის ცნობით ბოროტმოქმედმა დანაშაულის ადგილიდან 600 მეტრი გაიარა, შემდეგ კი ის პოლიციამ დანით ხელში შეამჩნია, დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცავებმა ის მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები