სოზარ სუბარი: დავით გარეჯი “ქართული ოცნების” მუდმივი ტკივილია და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამ უძველესი სიწმინდის შესანარჩუნებლად (ვიდეო)

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში, სოზარ სუბარი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროსაც აქტიურად საუბრობდა. ამის შესახებ საარქივო მასალა მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა. მისი განცხადებით, “ქართული ოცნებისთვის” გარეჯი მუდმივი ტკივილია და უძველესი სიწმინდის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

“ეს კადრები გადაღებულია ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. სწორედ ეს ამტკიცებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დავით გარეჯისთვის არ იბრძვის მხოლოდ დღეს. დავით  გარეჯი ჩვენი მუდმივი ტკივილია და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამ უძველესი სიწმინდის შესანარჩუნებლად”,-წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები