ცხოვრება 250 მილიონი წლის წინანდელ გამოქვაბულში

ალბათ, ყველას გვიოცნებია, ცოტახნით მაინც გავქცეოდით ცივილიზაციას და სადმე, შორს სხვა ცხოვრება დაგვეწყო. აი, გამოქვაბულის ადამიანს, ანჯელო მასტროპეტროს ეს ოცნება აუხდა.

სულ ცოტა ხნის წინ ეს მამაკაცი ბინიდან, დაახლოებით, 250 მლნ წლის გამოქვაბულში გადასახლდა. მან ცხოვრების 1000 საათი და, დაახლოებით, 160 000 ფუნტი ამ გამოქვაბულის მოწყობას დაახარჯა. სამაგიეროდ, ახლა იგი შესანიშნავად ისვენებს ვუსტერშირში.

რამ აიძულა ავსტრალიის ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის ეიჩარს „მიწისქვეშ“ გადასახლება?

აი, რას ამბობს ამაზე ანჯელო: „2007 წელს აბნეული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს. თავიდან განადგურებული ვიყავი, თუმცა, მერე გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად გადავსულიყავი ისეთ საცხოვრებელ ადგილას, სადაც უფრო ჯანმრთელად და ბედნიერად ვიცხოვრებდით.”

მანამ, სანამ 2 შვილის მამა ამ გამოქვაბულში გადმოვიდოდა, მას, დაახლოებით, 80 ტონა ქვის გამოთლა მოუხდა. ანჯელო ადასტურებს, რომ სწორედ მისი დიაგნოზი გახდა „კატალიზატორი“ იმისთვის, რომ თავის ჯანმრთელობას ყურადღებით მოპყრობოდა.

მან ამ გამოქვაბულის შესახებ ჯერ კიდევ 1999 წელს გაიგო. 300 წლის განმავლობაში იქ ადამიანთა რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, თუმცა, 1940 წელს გამოქვაბული გაუკაცრიელდა.

მფლობელმა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი 62 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. კიდევ 100 000 ფუნტის დამატებით მან სრული კომფორტი მოიწყო საცხოვრებელში. აქ ანჯელოს თავის მეუღლესთან ერთად სძინავს, სავარაუდოდ, ეს საძინებელი დედამიწაზე ყველაზე მყუდროა.

უამრავი ღია ფერის კარ-ფანჯრის დამსახურებით, სახლი ძალიან ნათელია. გამოქვაბულს ულამაზესი ტერასები და ღია ფერის კედლები ამშვენებს. თუმცა, მთლად ყველაფერიც ვერ გამოვიდა ისე, როგორც ანჯელოს სურდა – სააბაზანოს გადაკეთება საშხაპედ მოუხდა, ვინაიდან შეუძლებელი იყო აბაზანის ასავსებად საკმარისი რაოდენობით წყლის გათბობა.

კენჭებით მოპირკეთებული დეტალები ულამაზეს და მყუდრო ეფექტს სძენს საცხოვრებელს.

აქ შეგხვდებათ ისეთი ბუნებრივი მატერიალები და ორნამენტები, რომ აუცილებლად გაგახსენდებათ საცხოვრებლის პირველადი სახე. წყალი გამოქვაბულს საკუთარი 80 მ სიღრმის ჭიდან მიეწოდება. ტერასებზე კი ულამაზესი მცენარეებია გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელოს ცივილიზაციისგან შორს ცხოვრება სურდა, მის საცხოვრებელში მაინც არის ელექტროობა, ელექტრული ხელსაწყოები და ინტერნეტი. მფლობელის თქმით, პირველყოფილური ცხოვრება ყოველ დეტალში იგრძნობა.

კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ანჯელოს გამოქვაბულში ცხოვრებამ ნამდვილად გაუუმჯობესა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ამ შრომად ნამდვილად ღირდა.

წყარო: novate

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები