„მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ ქვეყანაში იპოვონ სამუშაო ადგილი“
ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც ბევრს ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილი შეიქმნას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ცარიელი ენთუზიაზმით ცალკე აღებული მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომლისკენაც ვისწრაფვით.
„ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, იპოვოს საკუთარ ქვეყნაში სამუშაო ადგილი და მიღებული შემოსავლით ღირსეულად შეძლოს საკუთარი ოჯახის რჩენა. ცარიელი ენთუზიაზმით მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, ცალკე აღებული, ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომლისკენაც ვისწრაფვით. „მოქალაქე“ იმუშავებს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უშიშროების მიმართულებებით, შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს შესატყვისი კვალიფიციური ეთიკა, მაღალი ევროპული სტანდარტები და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ქვეყნის ევროპის სივრცისკენ სვლას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.