ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი

20 – 24 ოქტომბერს თბილისში, ტრადიციული მრავალხმიანობის X საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.  ორგანიზატორების ინფორმაციით, სიმპოზიუმში, რომლის  პროგრამაშია კონცერტები და  მრავალხმიანობაზე ფილმები, მონაწილეობს 40 მეცნიერი 19 ქვეყნიდან.
წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებულ ვითარებაში – „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ტარდება, ამიტომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, წელს სიმპოზიუმი გაიმართება მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შერეული ფორმატით. უცხოელი მეცნიერები (აშშ-ს, შვეიცარიას, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული 6 მონაწილის გარდა) დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამა:
20 ოქტომბერი, სამშაბათი
• 10:00-17:00 სამეცნიერო სესიები
კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზი და Zoom-ის ონლაინპლატფორმა.
• 19:00 სიმპოზიუმის გახსნის გალაკონცერტი, თბილისური ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზო.

21 ოქტომბერი, ოთხშაბათი
• 10:00-18:15 სამეცნიერო სესიები
კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზი და Zoom-ის ონლაინპლატფორმა
• 18:30 ბრიტანული პოდკასტის, „წინაპართა ხმები” – პრემიერა
Zoom-ის ონლაინ პლატფორმა.

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი
• 10:00-18:15 სამეცნიერო სესიები
კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზი და Zoom-ის ონლაინპლატფორმა
• 19:00 ფილმების ჩვენება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზო.

23 ოქტომბერი, პარასკევი
• 08:00-20:00 კულტურული პროგრამა სიმპოზიუმის მონაწილეებისთვის.

24 ოქტომბერი, შაბათი
• 09:30-15:15 სამეცნიერო სესიები
კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზი და Zoom-ის ონლაინპლატფორმა
• 16:00 სიმპოზიუმის დახურვის ვიდეო კონცერტი, ქართული მრავალხმიანობის შემსრულებელი უცხოური ანსამბლები.

სიმპოზიუმის  ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონატით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფესტივაგამართვის ადგილი: ლის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზო და ონლაინპლატფორმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები