სომხეთი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის რეჟიმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით სომხეთმა ცეცხლი გახსნა.

უწყების ინფორმაციით, სარაკეტო იერიშია მიტანილი გერანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონებში, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ანალოგიურ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყებაც ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დილიდან აზერბაიჯანმა საარტილერიო ცეცხლი განაახლა. როგორც უწყების პრესსპიკერმა დაწერა, ცეცხლი ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები