ირაკლი ბერაია: ,,ნაცმოძრაობის” მოკავშირეკუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით

,,ნაცმოძრაობის” მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბერაია გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტს.

“შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რექცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება.

კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია,”- განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საქმეს „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

“საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა – მოვლენები 2007 წელს განვითარდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან – პანდემიაზე სუსტი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად“, – წერს კუბილიუსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები