ეკატერინე ტიკარაძე: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა.

„აჭარაშია ჩემი პირველი მოადგილე. მიმდინარეობს საწოლფონდის მობილიზება. ბატონი თენგიზ ცერცვაძის გუნდიდან ხვალ 4 ადამიანი იქნება დამატებით მივლენილი აჭარაში. რაც შეეხება საწოლფონდს, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 საწოლი დაემატება. აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული. დანარჩენი საავადმყოფოები, რომლებიც აჭარის რეგიონში თანამშრომლობენ, მათი დახმარებით კიდევ გვექნება 30-მდე დამატებითი საწოლი, რითაც ვთვლით, რომ აჭარაში საწოლ ფონდის დეფიციტის მოლოდინი ამით დაიხურება და ჩვენი ახალი გუნდის წევრებით, რომლებიც ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში და კლინიკურ ზედამხედველობაში იმ საავადმყოფოების, რომლებიც კოვიდის მართვაში მონაწილეობა, მათი მხრივ გაუმჯობესდება საწოლფონდის ბრუნვა და პაციენტების მოვლის ხარისხიც“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები