ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნოღაიდელმა “კურიერს” სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.
“გამოკითხვაზე რომ ვიყავი, მხოლოდ ამას გიდასტურებთ. სატელეფონო კომენტარი არ მინდა. ინტერვიუს მოგცემთ პირდაპირ ეთერში”, – აღნიშნა ნოღაიდელმა.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი – “არქივი”, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის წერილს ავრცელებს. როგორც წყარო წერს, წერილში, რომელიც ნოღაიდელმა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს მისწერა, დავით გარეჯის კომპლექსი მოხსენიებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლი.
“ზურაბ ნოღაიდელის წერილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს: როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.