პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 44 წლის ვანო სანებლიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო.
მომხდარის შესახებ ოჯახმა წუხელ შეიტყო, თუმცა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ჰქონდა კონფლიქტი, ჩხუბის დროს მამაკაცი დაეცა და დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხვაზე არიან როგორც ქართველები, ასევე – ადგილობრივები.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა, საკონსულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია.
“პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა, საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთში საქართველოს საკონსულო კავშირზეა გარდაცვლილის ოჯახსა და ადგილობრივ სამართალდამცავებთან”, – განაცხადეს უწყებაში.