ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, სამივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„81 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 18 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ალცეჰიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

მეორე პაციენტი, 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ორი, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 40 პაციენტი, მათ შორის ხუთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები