კახა კალაძე: ძალადობა მიუღებელია, ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ, თანაბარ პირობებში ჩატარდეს

“ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ, თანაბარ პირობებში ჩატარდეს, სადაც კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

“ძალადობა, დაპირისპირება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევას უნდა მოჰყვეს. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში ჩვენ ვიხილეთ ფიზიკური დაპირისპირება, ჟურნალისტზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ადამიანმა, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მინდა მოვუწოდო ყველას – არა აქვს მნიშვნელობა, არიან ჩვენი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ასეთი ქმედებებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ეს არსებულ საარჩევნო გარემოს ყველანაირად აზიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები