ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი დააკავეს

 

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალ-დემოკრატიული პარტიის შტაბის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

“ატამბაევი დაკავებულია, ამ დროისთვის მისი თავისუფლების აღკვეთის ზომების საკითხი განიხილება”,- აცხადებენ შტაბში.

დაკავების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ. მათივე ცნობით, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ბიშკეკში მოწყობილი მასობრივი არეულობის საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები