ბაქო და ერევანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

მოსკოვში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნებით, მძევლების და დაღუპულების გასაცვლელად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წარადგინა.

“გამოცხადებულია, 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებით მძევალთა და დაღუპულთა გასაცვლელად, ცეცხლი შეწყვეტა. აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდება საერთაშორისო კომიტეტის “წითელის ჯვრის” კრიტერიუმების მიხედვით და მათი უშუალო მონაწილეობით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები