მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების – ზოგრაბ მნაცაკიანისა და ჯეუჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრა რუსული მხარის შუამავლობით, რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის თანდასწრებით მიმდინარეობს.

დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხია ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის მიზნით.

უცხოურ მედიას ელისეის სასახლეში განუცხადეს, რომ მხარეებს შორის დაზავება დღეს ან ხვალ შეიძლება, შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები