ფაშინიანი: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი ყარაბაღის საკითხზე დიალოგისთვის მზად არის.

ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს და მზად არის, საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიცვას. ერთგულნი ვართ, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის და მზად ვართ, სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის იმ განცხადებების საფუძველზე, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ეუთოს თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ იქნა გაკეთებული”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ქმედების გამო, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

დღეს მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანლების ერთმანეთს შეხვდებიან.

ასევე, უცხოური მედია ელისეის სასახლეში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბაქო და ერევანი დღეს ან ხვალ დაზავდებიან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.

ორივე მხარეს არის ცოცხალი ძალის დანაკარგი, ასევე, იერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები