აზერბაიჯანმა საბერძნეთიდან ელჩი გაიწვია

აზერბაიჯანმა კონსულტაციებისთვის საბერძნეთიდან ელჩი გაიწვია, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბერძნეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩასული, მათ შორის, სომხური წარმოშობის, რათა საბრძოლო მოქმედებებში მიიღონ მონაწილეობა”

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ინფორმაცია ბერძენ კოლეგებს მიეწოდა შესაბამისი გამოძიების ჩატარებისა და შემდგომ ინფორმაციის გადმოცემის მიზნით.

აღნიშნულის საპასუხოდ “ბერძნულმა მხარემ ბაქოდან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩი გაიწვია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები