მიხეილ ყაველაშვილი 50% – შალვა ნათელაშვილი 25% – Survation-ის კვლევა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებულია ამ ოლქში გამოკითხულთა – 70%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას – 12%, 50-50- 13% და არ მიდის არჩევნებზე, ანუ არ მიიღებს მონაწილეობას – 5%.
ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:
მიხეილ ყაველაშვილი “ქართული ოცნება” – 50%.
შალვა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტია” – 25%.
ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსი” – 13%.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი “ლელო”- 5%.
ირაკლი გუჯაბიძე “დამოუკიდებელი კანდიდატი” – 5%.
გია ყრუაშვილი “თავისუფალი საქართველო” – 1%.
სხვა კანდიდატი – 1%.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პარტიული რეიტინგი ნაძალადევის ოლქში კი ასეთია:
“ქართული ოცნება” – 52%.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 14%.
“პატრიოტთა ალიანსი” – 9%.
“ლელო” – 6%.
“ლეიბორისტული პარტია” – 6%.
“გირჩი” – 5%.
“ევროპული საქართველო” – 5%.
“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” -2%.
“ერთიანი საქართველო” – 1%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.