ბექა ოდიშარია 62 % – შალვა შავგულიძე 24 % – Survation-ის კვლევა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

შეკითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 79% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს – 11%, 50-50-ზე – 7%, არ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს მხოლოდ – 3%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

ბექა ოდიშარია “ქართული ოცნება” – 62%.

შალვა შავგულიძე “ევროპული საქართველო” – 24%.

საბა ბუაძე “ლელო” – 6%.

მალხაზ თოფურია “პატრიოტთა ალიანსი” – 4%.

ჯაბა ჯიშკარიანი “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი”- 2%.

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -2%.

ასევე, შეკითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

58% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნებას”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 14%.

“გირჩი” – 6%.

“პატრიოტთა ალიანსი” – 5%.

“ევროპული საქართველო” – 5%.

“ლელო” – 4%.

“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%.

“ერთიანი საქართველო” – 3%.

“ლეიბორისტული პარტია” – 1%.

სხვა პარტია -1%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები