“ქართული ოცნება” – 66%, “ნაციონალური მოძრაობა” 22% – Survation-ის კვლევა გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
კახეთი: გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? ხმები ასე გადანაწილდა:
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს – 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 18%, 50-50- 12%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს – 5%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
დავით სონღულაშვილი “ქართული ოცნება” – 64%.
ლევან ბეჟაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 23%.
გიორგი ღვინიაშვილი “ევროპული საქართველო” -7%.
ეკა ქვლივიძე “ლელო” – 3%.
სოსლან გარსევანიშვილი “პატრიოტთა ალიანსი” – 2%.
მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი -1%.
და რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ანიჭებენ უპირატესობას გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
“ქართული ოცნება” – 66%.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22%.
“ევროპული საქართველო” – 3%.
“გირჩი” -2%.
“პატრიოტთა ალიანსი” – 2%.
“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” ასევე – 2%.
“ლეიბორისტული პარტია” -1%.
“ლელო” -1%.
სხვა პარტია – 1%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.