დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებაზე:  პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს ჰგავს

ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს ჰგავს ,- ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას.

მისი შეფასებით, დღეს რომ გახდა ეს თემა აქტუალური და თან ამ ფორმებით, ეს უფრო აჩენს ბევრ კითხვებს.

„38-39 წლების რუქებში მართლაც იყო ასახული ეს ყველაფერი და ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე წყდებოდეს სახელმწიფო საზღვრების საკითხი. მითუმეტეს, რომ აშკარაა, პროკურატურა ხან იმას ამბობს, ხან ამას. ზოგადად კი, ასეთი საკითხები ასე გახმაურებულად და საპიაროდ არ უნდა ხდებოდეს“, – აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები