„რადიო იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა​

“მეგობრებო, „რადიო იმედის“ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი (COVID 19). ის დაინფიცირდა შვილისგან,  გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო იმედი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

“აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე მას რადიოს ოფისსა და თანამშრომლებთან კავშირი არ ჰქონია.
„რადიო იმედმა“, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და, პრევენციის მიზნით, შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ, არის უსაფრთხო და დაცული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები