ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, არჩევნებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგები გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, არჩევნებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგები გაიმართა.
სწავლებები სამ ეტაპად ჩატარდა და როგორც სტრატეგიული დონის, ისე ტექნიკური ტიპის სავარჯიშოებს მოიცავდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ისე – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული უწყებების თანამშრომლებმა. ამასთან, ტრენინგებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მოქმედი ინტერნეტსერვის პროვაიდერების წარმომადგენლები.
სავარჯიშოების მიზანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი საფრთხეების პრევენცია წარმოადგენდა. სწავლება როგორც დისტანციურად, ისე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ ოპერირებად, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მიმდინარეობდა.
ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტების – CyberEast-სა და CyberSecurity EAST -ის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები