საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 63-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 63-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.